top of page

ქუთაისის მერიის წინ ტორპედოს ფან კლუბი აქციას მართავს

  • Writer: ახალი არხი • Akhali Arkhi
    ახალი არხი • Akhali Arkhi
  • Sep 11, 2019
  • 1 min read


ქუთაისის მერიის წინ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გულშემატკივრების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ქალაქის ხელისუფლებას გუნდში არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს სთხოვენ.


გულშემატკივრების თქმით, ფეხბურთელები ვერ იღებენ ხელფასებს.


"დროულად ჩაერიოს ქუთაისის მერია და მოაგვაროს გუნდში არსებული პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი დაიშლება", - თქვა აქციის მონაწილემ ბაქარ მელაძემ.


ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

1 კვირის წინ "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა. 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიამ კლუბ "ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო. მაშინ ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად მიმართა შპს "საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" ადმინისტრაციას. (ImediNews)

 
 
 

Comments


© 2019 By Lui katsadze                                                                             ახალი არხი - სიტყვა თავისუფლებისთვის!

bottom of page