top of page

მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის პრეზიდენტს, სილვან როის შეხვდა

  • Writer: ახალი არხი • Akhali Arkhi
    ახალი არხი • Akhali Arkhi
  • Sep 12, 2019
  • 1 min read


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს, სილვან როის შეხვდა


შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


ლევან დავითაშვილმა CNFA-ის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.


მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის დახმარებითაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ეძლევათ. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას, რომელიც საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. John Deere მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის გაუჯობესების შესაძლებლობას მისცემს და დიდი მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ხარისხიან მომსახურებას გაუწევს.


მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოზიტიურ შედეგებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID) მადლობა გადაუხადა. ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის შედეგად, თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლისა და ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს სოფლის მეურნეობის სექტორში რისკის შემცირების საკითხი წარმოადგენს. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ საქართველოში,

CNFA-ის პრეზიდენტმა, სილვან როიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ CNFA მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და აგრარული დარგის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.




 
 
 

Comments


© 2019 By Lui katsadze                                                                             ახალი არხი - სიტყვა თავისუფლებისთვის!

bottom of page